აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო



შუახევის საჩითილე მურნეობაში ჩითილების რეალიზაცია დაიწყო
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის შუახევის საჩითილე მეურნეობაში, მაღალხარისხიანი ჩითილების რეალიზაციის პროცესი დაიწყო.
ჩითილების რეალიზაციის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, არჩილ ბერიძე და ირმა აფხაზავა ადგილზე გაეცნენ.
ფერმერებს, აგროსერვის ცენტრი სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით და ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილ ჩითილებს.
შუახევის საჩითილე მეურნეობაში წარმოებულია პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ბროკოლის, სალათის ფოთოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ყაბაყის. ჯამში 300 000 ცალი ბოსტნეული კულტურების ჩითილი.
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, შუახევის მუნიციპალიტეტის და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.
მინისტრის მოადგილეებმა ასევე, აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში დაათვალირეს ვენახის სანერგე მეურნეობაში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოები.