აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ჩხავერის რთველის მიმდინარეობა ქედის მუნიციპალიტეტში
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ჩხავერის რთველის მიმდინარეობას ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში გაეცნო.
მინისტრი დაესწრო დათო შავლიძის ვენახში მიმდინარე სამუშაოებს. ფერმერმა ჩხავერის ჯიშის ვაზი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგარმის ფარგლებში 2000 კვ.მ. ფართობზე გააშენა, მიმდინარე წელს აღნიშნული ნაკვეთიდან დაახლოებით 2 ტონამადე მოსავალი მიიღო.
,,ჩხავერის რთველი ტრადიციულად დიდი ზეიმია განსაკუთრებით ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ძირითადად ყურძნის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახე ფერმერების შრომა დაფასდეს. მოხარული ვარ, რომ შავლიძეების ოჯახთან ერთად რთველში მივიღე მონაწილეობა. მათ მიერ წარმოებული ყურძენი ადგილობრივ მარნებში გადამუშვდება და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.“ - განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ.
აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში - 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰექტარი ფართობი.
მინისტრთან ერთად ჩხავერის რთველში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზვა, აგრარული განვითრების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და სამინისტროს ექსტენციონისტები.