საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ჯიღაურაში ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა
image

ჯიღაურაში ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

ჯიღაურაში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, პლატფორმა „მადამ სომელიეს“ ორგანიზებით, ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.
 
ჯიღაურაში გამართულ საერთაშორისო ფორუმს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა დაესწრო.
ფორუმმა ქართველი და უცხო ქვეყნის ვაზისა და ღვინის დარგის მეცნიერები, პროფესიონალები, მარკეტერები, ტურიზმის სფეროს და მედიის წარმომადგენლები გააერთიანა.
 
ფორუმის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.
 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და პლატფორმა „მადამ სომელიეს“ დამფუძნებელმა ნინო ქინქლაძემ.
 
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უახლესი კვლევის შედეგები, კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობა, ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვისა და კვლევის მიმართულებები, იშვიათი ადგილობრივი ჯიშებისა და ქვევრის ტრადიციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები.