საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
image

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღის აღნიშვნის ღონისძიება გაიმართა.რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო
მინისტრმა დენის სალუქვაძემ თავის გამოსვლაში მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
 
„სატყეო სექტორს აქვს ის შედეგები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას. ამ სარგებლის მიღებისთვის საჭიროა ტყის რესურსის სწორი მართვა, ტყეების დაცვა, მოვლა და აღდგენაზე ზრუნვა, რაშიც მეტყევეების როლი განსაკუთრებულია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეტყევეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დენის სალუქვაძემ.
 
წარმატებული საქმიანობისთვის სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცათ ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს.
ღონისძიებაზე სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ.
 
მეტყევის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური წრის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.