საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
2026 – 2029 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები
image

2026 – 2029 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2026-2029 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე, პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ წარადგინა.
 
2026 – 2029 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები - სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტყის რესურსების გაუმჯობესებისთვის საჭირო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა, რომელიც თავისი შინაარსით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს და ბუნებრივ რესურსების დაცვაზე და ტყის მდგრად მართვაზეა ორიენტირებული.
 
სამინისტრო, 2026 წელს 16 პროგრამას განახორციელებს, რომელიც 13 ქვეპროგრამას მოიცავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტი, 2025 წელთან შედარებით - 4,039 016 ლარით გაიზრდება და 40 859 566 ლარით განისაზღვრება.
 
ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თანამშრომლები, მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ბერიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტების უფროსები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.