საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ წარდგენა
image

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ წარდგენა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა - „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა. რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.
 
პროგრამის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს.
 
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას.
 
პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას.