საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
ბათუმში ხე-მცენარეები ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა
image

ბათუმში ხე-მცენარეები ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, ქალაქ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მორიგი სამუშაოები განახორციელა. წამლობა მავნებლის გავრცელების კერებში, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა.
 
ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ქალაქ ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე გაეცნო.
 
მინისტრის დენის სალუქვაძის განცხადებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლა აჭარასა და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. მავნებლის გავრცელების შესამცირებლად სახელმწიფო ახორციელებს მონიტორინგსა და მცენარეული საფარის დამუშავებას.
 
მავნებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება. სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის (Hyphantria cunea) საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს (მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება) სისტემატიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 4000- მდე ჰექტარი ფართობი.