საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონულ ოფისში იმყოფებოდა თავმჯდომარე და მინისტრები
image

„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონულ ოფისში იმყოფებოდა თავმჯდომარე და მინისტრები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონულ ოფისში იმყოფებოდა.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში განთავსებულია ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.
 
რეგიონულ ოფისში ფუნქციონირებს ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებითა და კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.