საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებების განხილვას მინისტრი დაესწრო
image

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებების განხილვას მინისტრი დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, მოადგილე მირიან ქათამაძესთან ერთად დაესწრო.
 
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით შეიმუშავა. საკანონმდებლო ცვლილებებით მარტივდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები და მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტიანი ხდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების და გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის წესი, რაც ბიზნეს აძლევს საშუალებას უფრო მოქნილად დაგეგმოს თავისი საქმიანობა.
 
შეხვედრის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, წარმოადგინა პრეზენტაცია და გააცნო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები.