საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია
image

დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“.
 
ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე დაესწრნენ.
 
შეხვედრის მიზანი იყო დაცული ლანდშაფტების მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების განხილვა, ასევე სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
 
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა დაცული ლანდშაფტების მართვის პოლიტიკა, სამართლებრივი ჩარჩო, მოქმედი მართვის მოდელი და პრაქტიკული გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართვის პროცესში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
 
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ხელმძღვანელი პირები.
 
შეხვედრის შემდეგ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გაეცნენ დაცული ლანდშაფტის მართვის პრაქტიკულ გამოცდილებას, განხორციელებულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს.