საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2025 გაიმართა
image

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2025 გაიმართა

ბათუმის საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2025 გაიმართა. რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს მეთევზეობის დარგის პოპულარიზაციას და ამასთანავე ადგილობრივი პროდუქციის წარმოების წახალისებას. წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი წარმოების თევზპროდუქტები, ასევე ადგილობრივ თევზმოშენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობები.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ:, ფერმერული მეურნეობები, თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში მონაწილე ფიზიკური პირები, რესტორნები. ასევე წარმოდგენილი იყო ლაზური ტრადიცული კულინარიული კუთხე და სხვა.
თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანაორგანიზებით, აჭარის კულტურის სამინისტროს და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც აკვაკულტურის ასოციაცია „ფორეჯ“-მა გამართა.