აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კანონპროექტის განხილვას მინისტრის მოადგილე დაესწრო
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ქალბატონი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტები, ასევე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტები.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა ესწრებოდა.
გიორგი ფანცხავამ წარადგინა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებები ზემოაღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. მომხსენებელთან და კომიტეტთან შეთანხმებით კანონპროექტრებში შესაბამისი ცვლილებები აისახა.
კანონპროექტები სხდომაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.