აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი ეროვნული გეგმის შემუშავების ოფიციალური წარდგენა გაიმართა
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი ეროვნული გეგმის შემუშავების ოფიციალური წარდგენა გაიმართა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გახსნეს.
ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.
მინისტრმა დენის სალუქვაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების გავლენაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში, ადაპტაციის ეფექტიანი ღონისძიებების მნიშვნელობასა და რეგიონულ დონეზე კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი საზოგადოების აქტიური თანამშრომლობა. მინისტრის თქმით, ადაპტაციის ეროვნული გეგმა ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადობის გაძლიერებას.