საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მინისტრი „აგრარული განათლების პოპულარიზაცია“ პრეზენტაციას დაესწრო
image

მინისტრი „აგრარული განათლების პოპულარიზაცია“ პრეზენტაციას დაესწრო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში პროექტის „აგრარული განათლების პოპულარიზაცია“ პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიებას ასევე, ესწრეობოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე, ფრიდონ ფუტკარაძე და განათლებისა და სპორტის, მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
„აგრარული განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, მსგავსი პროექტები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ადრეული ასაკიდანვე მიიღონ ცოდნა თანამედროვე აგრარული მიმართულებების შესახებ, განივითარონ პრაქტიკული უნარები და მეტი ინტერესი გამოიჩინონ სოფლის მეურნეობის სფეროს მიმართ“, - განაცხადა დენის სალუქვაძემ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სკოლას პედაგოგებს, ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს განათლებული, მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდების აღზრდას.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში აგრარული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განვითარება, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროსადმი ინტერესის გაძლიერება. მიმდინარე წელს აღნიშნული ინიციატივა განხორციელდება აჭარის ხუთ საჯარო სკოლაში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვებიან სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობაში, მათ შორის, მცენარეთა დარგვა და მოვლა, ნიადაგის დამუშავება, აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მოცვის ნერგების დარგვის პროცესში.