აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ არსებული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება.