აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი გარემოსა და სატყეოს თანამშრომლებს შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, მოადგილე მირიან ქათამაძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სსიპ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს რეგიონში გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარმოადგენდა. ასევე, განხილული იქნა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს საქმიანობა.
მინისტრი დაინტერესდა სეზონურად აქტუალური თემებით, ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის შედეგებით, საშეშე ტყე-კაფის გამოყოფის, ტყე კაფებამდე მისასვლელი გზების შეკეთების საკითხებით და სხვა.
შეხვედრის ფარგლებში, ახალი ინიციატივები და მათი განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.