საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი დეგრადირებული ტყეების აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
image

მინისტრი დეგრადირებული ტყეების აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც დეგრადირებული ტყეების აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
 
აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება და ტყის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ქვეპროგრამის ფარგლებში.
 
ქვეპროგრამა ითვალისწინებს დეგრადირებული ფართობების შერჩევასა და შემოღობვას, ტყის ფიტო და ენტომომავნებლების კერების დროულ გამოვლენას, მათ წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას, რისკების იდენტიფიცირებასა და დაავადებებზე შესაბამის რეაგირებას. პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება. ამ დროისთვის აღდგენილია 670 ჰექტარზე მეტი დეგრადირებული ტყის ფართობი.
 
მინისტრის ინიციატივით, ტყის ბუნებრივი სიმდიდრის დაცვისა და ხანძრის პრევენციის მიზნით, ზეგანის სატყეო უბანში ხანძარსაწინააღმდეგო საინფორმაციო ბანერი განთავსდა.
 
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე დაათვალიერა მეტყევის სახლი, რომელიც ბეშუმში 2025 წელს აშენდა ზეგანის სატყეო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. თანამედროვე ინფრასტრუქტურა მეტყევეებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტყის მართვის პროცესის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება.
 
მინისტრთან ერთად ასევე, იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.