აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აჭარაში აგროსასურსათო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ საქმიანობასა და აქტივობებზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე.