საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი ლურჯი მოცვის მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაეცნო
image

მინისტრი ლურჯი მოცვის მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაეცნო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარში იმყოფეობოდა, სადაც სამინისტროს მხარდაჭერით გაშენებულ ლურჯი მოცვის ბაღში მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაეცნო.
მინისტრმა დენის სალუქვაძემ განაცხადა, რომ აჭარაში ლურჯი მოცვის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა და სამინისტრო აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვისა და ახალი ბაღების გაშენების მიმართულებით. მისივე თქმით, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, ისე საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ შპს „ნომა’’ 2017 წლიდან სამინისტროს ბენეფიციარია. კომპანიას სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ და სამინისტროს თანადაფინანსების ფარგლებში 16 ჰექტარზე გაშენებული აქვს ლურჯი მოცვის ბაღი. მოსავლის რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. საკუთარი ნედლეულისაგან აწარმოებს ლურჯი მოცვის ღვინოს და ჩირს. კომპანიაში მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა 70 აღწევს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში შპს „ნომა’’-ს ასევე დაუფინანსდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 30-ტონიანი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც არასეზონური პროდუქციის სათანადო შენახვასა და რეალიზაციას უზრუნველყოფს.
მინისტრმა ასევე დაათვალიერა სოფელ გვარაში ფერმერ ქეთევან ჯინჭარაძის მოცვის ბაღი, სადაც მოცვის კრეფის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. სამინისტროს საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერს დაუფინანსდა 3 000 ძირი მოცვის ნერგი, რომელიც 1 ჰექტარ ფართობზე გააშენა.
2013 წლიდან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცმენარეობის განვითარების პროგრამების ფარგლებში 100 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა ლურჯი მოცვი, რითაც 1300 - ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. აჭარის მასშტაბით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, ლურჯი მოცვი 195 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.
მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები მირიან ქათამაძე, არჩილ ბერიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი ესწრებოდნენ.