აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე აგრარული დარგის მიმართულებით რეგიონის სპეციფიკური საჭიროებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო კომპონენტების გაძლიერებასა და ფერმერებთან კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესებაზე.
ცენტრის დირექტორმა მინისტრს გააცნო როგორც ცენტრის ზოგადი საქმიანობა, ისე აჭარის რეგიონში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ერთობლივი კვლევების, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების და ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრას ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ირმა აფხაზავა და ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი ესწრებოდნენ.