საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი სამინისტროს სტაჟიორებს შეხვდა
image

მინისტრი სამინისტროს სტაჟიორებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტაჟიორებს შეხვდა.შეხვედრაზე სტაჟიორებმა განვლილი საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარადგინეს. დენის სალუქვაძემ სტაჟიორებს დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტები და ყურადღება დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
 
‘’ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, დარგის მომავალ სპეციალისტებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. სწორედ თქვენ, მომავალმა პროფესიონალებმა კიდევ უფრო უნდა განავითაროთ სოფლის მეურნეობა. მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ და უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ დამსაქმებლებთან. მთავარია თქვენი მოტივაცია''. განაცხადა შეხვედრისას დენის სალუქვაძემ.
 
საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ანაზღაურებად სტაჟირებას გადის 8 სტუდენტ - კურსდამთავრებული.