საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს ეწვია
image

მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს ეწვია

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ქედის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს ეწვია, სადაც ადგილზე გაეცნო თაფლის დაწურვის პროცესს.
 
მინისტრმა დარგში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე გარემოს დაცვის თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო პროგრამებით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ფერმერების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ მეურნეობების განვითარება, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.“ - განაცხადა მინისტრმა ფერმერებთან შეხვედრისას.
 
მეფუტკრე ფერმერები სამინისტროს ბენეფიციარებია. მათ საფუტკრე მეურნეობის განვითარების მიზნით არაერთხელ ისარგებლეს „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, რამაც მეურნეობის გაფართოებასა და წარმოების ზრდას შეუწყო ხელი.
 
მინისტრთან ერთად მეურნეობაში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ექსტენციონისტები.