საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი ქობულეთის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა
image

მინისტრი ქობულეთის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს გეგმებზე, ტყის დაცვის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტყის რესურსების დაცვასა და ეფექტიან მართვას. შეხვედრისას მინისტრმა მეტყევეებისგან მოისმინა ინფორმაცია სატყეო ადმინისტრაციებში მიმდინარე სამუშაოებისა და განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
მინისტრმა დაათვალიერა თიკერის სანერგე მეურნეობა, სადაც 12 ჰექტარ ფართობზე გაშენებულია წიწვოვანი მცენარეები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.