აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა
მინისტრი შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე,შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო ხედვებზე გაამახვილა ყურადღება და მუნიციპალიტეტში არსებულ მთავარ გამოწვევებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.
მინისტრის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას განსაკურებით მნიშვნელოვანია, მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალურად ასახვის მიზნით.
დენის სალუქვაძემ ასევე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის შუახევის საჩითილე და ვაზის სანრეგე მეურნეობა დაათვალიერა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
შეხვედრებს ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ირმა აფხაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე,შუახევის მუნიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.