აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
.webp)
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
მინისტრი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ციტრუსის სეზონმა ორგანიზებულად ჩაიაროს და ფერმერებმა მოსავლის რეალიზაცია შეუფერხებლად შეძლონ. კოორდინირებული მუშაობით, არსებული გამოწვევების დროული გადაჭრითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით ხელს შევუწყობთ როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციას და საექსპორტო ბაზრებზე ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას“, - განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრის მიზანს მიმდინარე წლის ციტრუსისა და სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროდუქციის დამზადებას, შესაფუთი მასალებით უზრუნველყოფასა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდებას.
შეხვედრაზე მხარეებმა არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს.
მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, სეზონზე ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება. მისი ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი იქნება.
სამუშაო ჯგუფი, არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში ჩაერთვება სტანდარტული მანდარინის გამართული ლოჯისტიკისა და შეუფერხებელი ექსპორტის ხელშეწყობის პროცესში.
ექსპორტიორებთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ამირან თავდგირიძე და ციტრუსის საკოორდინაციო შატაბის წევრები.