აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
მინისტრმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და ადგილზე საწარმოო პროცესს გაეცნო.
დენის სალუქვაძის განცხადებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს თხილის წარმოების განვითარება და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება წარმოადგენს.
„თხილის წარმოებას აჭარის სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ როგორც თხილის წარმოების განვითარებას, ისე გადამუშავებისა და საექსპორტო მიმართულების გაძლიერებას. ადგილობრივი საწარმოების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს, ერთი მხრივ, ფერმერებისთვის ქმნის ნედლეულის რეალიზაციის სტაბილურ შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ადგილზე დამატებული ღირებულების შექმნას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას".
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შპს „აჭარა თხილის“ საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან შეუფერხებლად იღებს. საწარმო სეზონის განმავლობაში 300 ტონამდე ნედლეულის გადამუშავებას შეძლებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ევროპის ქვეყნებში. ამჟამად საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.
მინისტრთან ერთად თხილის საწარმოში ასევე, იმყოფებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.