აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
.webp)
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრმა ხილ-კენკროვანი პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
მინისტრმა ხილ-კენკროვანი პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში შპს „ნომას“ ხილ-კენკროვანი პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოს ეწვია და ადგილზე კომპანიის საქმიანობას გაეცნო.
„მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოება ვითარდება და მაღალმთიან სოფლებში წარმოებული პროდუქცია ადგილზე იბარება და გადამუშავდება. ასეთი საწარმოები ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ფერმერებისთვის შემოსავლის ზრდას და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს და ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის განვითარებასა და წარმოების გაძლიერებას აჭარის რეგიონში.“- განაცხადა მინისტრმა საწარმოში შეხვედრისას.
კომპანია აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობისგან იბარებს ტყის მოცვს, უკვდავას ყვავილს, ასკილსა და ქაცვს. ნატურალური გემოვნური თვისებებითა და მაღალი ხარისხის შეფუთვით გამორჩეული პროდუქცია განკუთვნილია როგორც ქართული, ისე საექსპორტო ბაზრისთვის.
საწარმოში 10 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებულო.