აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრის მოადგილემ ქვემო სილეზიის დელეგაციას აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივები გააცნო
მინისტრის მოადგილემ ქვემო სილეზიის დელეგაციას აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივები გააცნო
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ ქვემო სილეზიის დელეგაციას აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივები გააცნო.
მინისტრის მოადგილემ, გიორგი ფანცხავამ დელეგაციის წევრებს, რომელსაც ქვემო სილეზიის მარშალი პაველ განცაჟი ხელმძღვანელობდა, სამინისტროს საქმიანობისა და ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრის მიზანი იყო აჭარის აგრარული სექტორის განვითარების მიმართულებების, სამინისტროს საქმიანობისა და ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების გაცნობა, ასევე ქვემო სილეზიასთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და სხვა ოფიციალური პირები.