აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
.webp)
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
სპეციფიკური ნარჩენების მართვის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სპეციფიკური ნარჩენების მართვის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სპეციფიკური ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა, მათი შეგროვებისა და გადამუშავების პროცესები, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
Wasteless-ი 2022 წლიდან ოთხი კატეგორიის სპეციფიკური ნარჩენის მართვის ავტორიზაციას ფლობს. ასოციაცია უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთების, გამოყენებული საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, აგრეთვე ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვებასა და სათანადო მართვას.
ნარჩენების ნაწილი ადგილობრივ კონტრაქტორებს შემდგომი დამუშავებისთვის გადაეცემა, ხოლო საქართველოში გადამუშავებისთვის შეუსაბამო ნარჩენები ექსპორტზე იგზავნება. ხაზი გაესვა ნარჩენების მართვის კოდექსში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ხელს უწყობს მდგრადი მართვის პრინციპებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობაზე, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.