საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
სტუდენტები გარეული ფრინველების აგროკომპლექსში სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტით იმყოფებოდნენ
image

სტუდენტები გარეული ფრინველების აგროკომპლექსში სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტით იმყოფებოდნენ

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და აჭარის ახალგაზრდული ცენტრის წევრები „ფონდი ქართუს“ გარეული ფრინველების აგროკომპლექსში სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
 
შეხვედრას, ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, აჭარის სატყეო სააგენტოს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი პირები.
 
„ფონდი ქართუს“ მხარდაჭერით, აგროკომპლექსში ენდემური სახეობების კოლხური ხოხბის, გნოლისა და კაკბის გამრავლება და ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად მომზადება ხორციელდება. ინიციატივის მიზანია აღნიშნული სახეობების პოპულაციის ეტაპობრივი აღდგენა, ველური ფაუნის მრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვა.
 
სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტის მიზანს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებების ადგილზე გაცნობა, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ფრინველთა მოშენების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს გაეცნენ.
 
დენის სალუქვაძის განცხადებით, ახალგაზრდების ჩართულობა და მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებასა და გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხებისადმი ინტერესის ზრდას.
 
გარეული ფრინველების აგროკომპლექსი „ფონდი ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფრინველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნება.