საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
მინისტრმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულა
image

მინისტრმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულა

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულა და ბენეფიციარების საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
 
„2026 წელს მესათბურეობის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი საოჯახო მეურნეობები ეტაპობრივად ვითარდება, ზრდის წარმოებას და ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შრომით შექმნას დამატებითი შემოსავალი და გააძლიეროს ეკონომიკური მდგომარეობა.
ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, ახალი შესაძლებლობების შექმნას და სოფლის მეურნეობის განვითარებას აჭარის მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა მინისტრმა.
 
პროგრამის მიზანია საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა, ასევე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდა.
 
2026 წელს მესათბურეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, თანადაფინანსებით ისარგებლებს 25-მდე ბენეფიციარი.
 
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, პროგრამების განხორციელების დეპარტა,ენტის უფროსი ჯამბულ აბულაძეს და სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.