საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

image
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო
image

სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო

სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2025 წლის პროგრამის „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“ ღონისძიების „სასოფლო - სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში ახორციელებს სასოფლო - სამეურნეო წარმოების საშუალებების შესყიდვის თანადაფინანსებას.

თანადაფინანსების თანხა შეადგენს განაცხადით დაგეგმილი შესასყიდი საქონლის საბაზისო ღირებულების არაუმეტეს 70%-ს. ამასთან, ერთეულ განაცხადზე, არაუმეტეს - 20 000 ლარს.

თანადაფინანსება განხორციელდება მრავალწლიანი სასოფლო - სამეურნეო კულტურების ბაღების მოწყობა - განახლების, მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკისა და ტექნოლოგიური საშუალებების მიმართულებით.

ასევე, თანადაფინანსება განხორციელდება, მცირეფასიანი სამეურნეო საქონლის (მათ შორის: ჯაჭვური ხერხი, ყურძნის საწური, სათიბელა, შესაწამლი აპარატი) მიმართულებებით.

განაცხადების მიღება დაიწყო 2025 წლის 10 თებერვალს და გრძელდება 14 მარტის ჩათვლით.

ქალაქი ბათუმი:

მამია კომახიძის ქ. №119

ქობულეთი, თავისუფლების ქ. №100

ხელვაჩაური, დიდაჭარის ქ. №23 ქედა,

26 მაისის ქ. №1 შუახევი,

სელიმ ხიმშიაშვილი ქ. №2 ხულო,

დავით აღმაშენებლის ქ. №3

დეტალური ინფორმაციისთვის, მიმართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

ტელეფონი - 0 422 24 78 16

ვებ.გვერდი - www.moa.ge დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი

👇 http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=3629…